ბრიფინგი პარტიაში „საქართველოსთვის“

პარტია „საქართველოსთვის“ დღეს აჭარის ორგანიზაციის 14 წევრის მიერ პარტიის დატოვების შესახებ განმარტებას აკეთებს. სპეციალური ბრიფინგი ამ საკითხთან დაკავშირებით აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ გამართა. მისი თქმით, პარტიის რიგებიდან მათი წევრების წასვლა „ქართული ოცნების“ ხელწერაა. ბერდია სიჭინავა „ოცნების“ მხრიდან შანტაჟზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ პირებმა პარტია ზეწოლის ფონზე დატოვეს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, პარტია „საქართველოსთვის“ კოალიციაშია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რაც ქადაგიშვილის აზრით, გიორგი გახარიას პარტიის წევრებისთვის მიუღებელია.