„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა, სადაც საჯარო მოხელეების პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებაზე ისაუბრა. ტატა ხვედელიანი აცხადებს, რომ თბილისის მერია თანამშრომლებს 2024 წლის დეკემბრიდან მუქარისა და ზეწოლის ფონზე ათავისუფლებს.
ხვედელიანი ფიქრობს, რომ მათი გათავისუფლება „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, მერიის თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებას უკავშირდება, რომლითაც ისინი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას გაემიჯნენ.
საპასუხოდ, პირველ არხს თბილისის მერიაში განუცხადეს, რომ უკვე ორი თვეა, რეორგანიზაცია მიმდინარეობს და თანამშრომლები მერიას არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ სწორედ რეორგანიზაციის ფარგლებში ტოვებენ.