პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, კახა ქემოკლიძის განცხადებით, გუშინ გვიან ღამით მათი საკრებულოს წევრზე და მის არასრულწლოვან შვილზე ფიზიკურად იძალადეს. მისი თქმით, დაახლოებით 21:30 წუთზე ზუგდიდის საკრებულოს წევრს, მალხაზ თორიას გზა სამმა ავტომობილმა ჩაუხერგა, რის შემდეგაც დაახლოებით რვა პირი ფიზიკურად გაუსწორდა. კახა ქემოკლიძე მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, საქმე სრულყოფილად გამოიძიონ.