ბრიფინგი პარტია „მომავალ საქართველოში“

თბილისის მერიის მიწის ლეგალიზების კომისიას ხარვეზებით მუშაობაში ადანაშაულებს პარტია „მომავალი საქართველო“-ს თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი ლაღიძე. მისი თქმით, მოქალაქეების განცხადებების განსახილველად კომისიას ვადა 6 თვემდე აქვს, თუმცა, პროცესი წლების მანძილზე ჭიანურდება. ლაღიძე მოუწოდებს თბილისის მერიას გამოასწოროს არსებული ხარვეზები.