ბრიფინგი პარტია „ლელოში“

„ლელოს“ მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი და ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა ჩერქეზიშვილი ნაძალადევის რაიონში, ლეჩხუმის ქუჩის მოსახლეობას შეხვდნენ. ისინი ადგილობრივების პრობლემებს გაეცნენ და მოგვარების გზებზე ისაუბრეს. როგორც ლეჩხუმის ქუჩის მაცხოვრებლები აცხადებენ, მათი მთავარი პრობლემა სავალი გზის მოწესრიგებაა, რადგან არსებულ ქვაფენილზე საზოგადოებრივი თუ სხვა სახის ტრანსპორტის გადაადგილება გართულებულია.