ბრიფინგი „ნაციონალურ მოძრაობაში“

ბათუმში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე გუშინ გვიან ღამით განხორციელებული დაკავებების თაობაზე, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. პარტიის წევრები ამბობენ, რომ 22-ივე დაკავებული დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება და მათ შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას ისინი არ ფლობენ.

ოპოზიციური პარტიის წევრების ინფორმაციით, დაკავებულია ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ თითქმის ყველა და უმაღლესი საბჭოს სამი დეპუტატი. მათივე განცხადებით, საპროტესტო აქციები დაკავებების მიუხედავად, მაინც გაგრძელდება.