ბრიფინგი „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ გუნდს საკრებულოებში, სადაც უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა, ძველი შემადგენლობის მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცების გამო აკრიტიკებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას ერთხელ არჩევნები მოპარეს. ამჯერად, კი არჩევნების შედეგების გადაწერას ახდენენ.

ბეჟაშვილი მარტვილის, ზუგდიდისა და ბათუმის საკრებულოებთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ხელისუფლების მიტაცების ფაქტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე.

ოპონენტებს მმართველ გუნდში ეხმაურებიან. გია ვოლსკის განცხადებით, ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურები კანონის შესაბამისად ჩატარდა და ოპოზიციას ქვეყნის დესტაბილიზაციის შესაძლებლობას არ მისცემენ.