ბრიფინგი „ნაციონალურ მოძრაობაში“

ბრიფინგი გამართეს დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ირაკლი ნადირაძემ და ლილე ლიპარტელიანმა. მათ გუშინ, აქციის დროს თბილისის საკრებულოში ხმის ჩამხშობი მოწყობილობების აღმოჩენის შესახებ გააკეთეს განცხადება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებით თქმით, საკრებულოს ტერიტორიიდან აღნიშნული აპარატები სუსი-ს სპეციალურმა სამსახურებმა გაიტანეს. პარტიაში აცხადებენ, რომ დიპლომატიური კორპუსი ამ საკითხით უნდა დაინტერესდეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი განმარტებები მოსთხოვონ.

შსს-ს განცხადება