ბრიფინგი „ნაციონალურ მოძრაობაში“
გაძვირებული საწვავი და სავარაუდო კარტელური გარიგება – ამ საკითხზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბრიფინგი გამართეს. მათი განცხადებით, ნავთობიმპორტიორი კომპანიები ხელისუფლებასთან კარტელურ გარიგებაში იმყოფებიან. პარტიის წევრები აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო ბაზარზე დიზელის ფასი ბოლო ათი დღის დინამიკის მიხედვით შემცირდა, თუმცა საქართველოში საწვავის ფასი არ შემცირებულა.