ბრიფინგი „ნაციონალურ მოძრაობაში“
EPP-ის მიერ მიღებულ რეზოლუციას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ეხმაურება და „ქართულ ოცნებას“ მორიგ ბრალდებას უყენებს. თინა ბოკუჩავას განმარტებით, 18 ნოემბერს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე, ევროპის სახალხო პარტიამ და თანამოაზრეთა ჯგუფმა რეზოლუცია მიიღო, სადაც მისივე თქმით, საუბარია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.
ბოკუჩავამ დღეს მედიას რეზოლუციის ტექსტი წარუდგინა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ განცხადებები, თითქოს ეუთო-ს არანაირი რეზოლუცია არ მიუღია, სიმართლეს არ შეესაბამება. პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ეს რეზოლუცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას არ მიუღია.