ბრიფინგი „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრისთვის პატიმრობის შეფარდებას სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი. პოლიტიკურ პარტიაში ლაშა ცანავას მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ. ხაბეიშვილის განცხადებით, დარწმუნებულია ცანავას უდანაშაულობაში. მისივე თქმით, ის მისი მეგობარია და, შესაბამისად, მასზე ზეწოლის განსახორციელებლად დააკავეს.