ბრიფინგი „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ეძგვერაძე სასამართლოს უნდობლობას უცხადებს და პროცესზე დასწრებას არ აპირებს. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა მასზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ეძგვერაძის ადვოკატი ბექა კვინიკაძე აცხადებს, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხოლოდ ის იქნება წარმოდგენილი და შესაბამის განცხადებას გააკეთებს. გარდა ამისა, პროცესს არ დაესწრება მეორე დაზარალებული კახაბერ ალადაშვილიც.

შეგახსენებთ, გლდანის რაიონში დაპირისპირება 22 სექტემბერს მოხდა. ეძგვერაძე მომხდარს ზეწოლად და პოლიტიკურ დევნად აფასებს და „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს.