ბრიფინგი „ნაციონალურ მოძრაობაში“

მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების დაშვება კიდევ ერთხელ, კატეგორიულად მოითხოვა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ. ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და თქვა, რომ ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ სიტყვიერი დაპირება საკმარისი არ არის.

მისივე თქმით, უცხოელ სპეციალისტებს არ აქვთ დოკუმენტი, რომლითაც ყოფილი პრეზიდენტის ნახვას ოფიციალურად შეძლებენ. ამავე საკითხზე კომენტარი გააკეთა დღეს „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმაც. ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ პოლონელი მედიკოსებს სამედიცინო დაწესებულებისათვის არ მიუმართავს. მიმართვიანობის შემთხვევაში კი, საავადმყოფოს მხრიდან წინააღმდეგობა არ იქნება. აქვე შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ განცხადება გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმაც, სადაც ნათქვამი იყო, რომ სურვილის და მოთხოვნის შემთხვევაში, უცხოელი ექიმები სააკაშვილის ნახვას შეუფერხებლად შეძლებენ.