ბრიფინგი „ნაციონალურ მოძრაობაში“

ლევან ბეჟაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები პარტიის მოქმედ ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, შეიკრიბოს პოლიტსაბჭო და დროულად განისაზღვროს შიდაპარტიული არჩევნების თარიღი. ბეჟაშვილის განცხადებით, პროცესის დაყოვნება და გადადება პარტიას მხოლოდ დააზიანებს. მისივე თქმით, პოლიტსაბჭოს მოწვევისთვის ყველაზე ოპტიმალური თარიღი 5 დეკემბერია და ამას მხოლოდ პარტიის მოქმედი ხელმძღვანელობის კეთილი ნება სჭირდება.