ბრიფინგი „ნაციონალურ მოძრაობაში“

„საწვავის ფასები და საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე“ – ამ თემებზე ბრიფინგი პეტრე ცისკარიშვილმა გამართა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა საწვავის ფასის კლებასთან დაკავშირებით, პარტიის ინიციატივები წარადგინა. მათ შორისაა აქციზის გადასახადის დაბრუნება 2017 წლამდე არსებულ ნიშნულზე, რაც მისივე თქმით საწვავის ფასს მომენტალურად, 20 თეთრით შეამცირებს.

ბრიფინგის შინაარსი შეაფასეს მმართველ პარტიაში. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ეს ინიციატივა პოპულისტურია.