ბრიფინგი მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით

„ლეიბორისტული პარტიის“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლაშა ჩხარტიშვილი სრულფასოვანი ექსპერტიზის ჩატარებამდე თბილისში მიმდინარე ყველა კორპუსის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს. მისივე თქმით, საკრებულოში არჩევის შემთხვევაში ის მრავალსართულიანი მშენებლობების ნებართვების გაცემას ორი წლით აკრძალავს. ლაშა ჩხარტიშვილი განმარტავს, რომ თბილისში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში ნებისმიერი კორპუსის მიმდინარე მშენებლობა ისეთივე საფრთხის შემცველია, როგორც ეს იყო ლორთქიფანიძის ქუჩაზე, სადაც კორპუსის მშენებლობის გამო მეწყერი ჩამოწვა.