ბრიფინგი „მემარცხენე ალიანსში“

15:21, 24.09.2026

„მემარცხენე ალიანსი“ ევროკავშირის პოლიტიკას აკრიტიკებს და ევროპულ ინსტიტუტებს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს. პარტიის განცხადებით, მაშინ, როცა ევროპელი ლიდერები საქართველოს დელეგაციას თბილად ხვდებიან, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში „დესტრუქციულ პოლიტიკას“ ატარებს. პარტიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ, საქართველოში სხვადასხვა ღონისძიების დაფინანსება კანონმდებლობის დარღვევით ხდება. ამასთან, აკრიტიკებენ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დაწესებული სანქციების შენარჩუნებას იმ ფონზე, როცა, მათი თქმით, რუს ოლიგარქებს სანქციებს უხსნიან.

მსგავსი