ბრიფინგი „ლეიბორისტულ პარტიაში“

„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის  დაპირისპირებას ეხმაურება. მისი განცხადებით, აქციის მონაწილეებს ქუთაისიდან ლეჩხუმისკენ მიმავალი გზა რამდენიმე საათის განმავლობაში ჰქონდათ გადაკეტილი, ამ ფორმით ისინი  ნამახვანი ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ. ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით, ისინი პერმანენტული აქციების დაწყებას აპირებენ.