ბრიფინგი კულტურის სამინისტროში
თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის მიზნით, კონკურსი კიდევ ექვს თეატრში გამოცხადდა. სამინისტროსათვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ თეატრალური საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია საქმიანობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, ან თეატრალური საქმიანობით დაკავებული პირებისაგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს, არანაკლებ ხუთი წევრის შემადგენლობით. მინისტრმა თეა წულუკიანმა წინა კონკურსის კანდიდატების შესახებაც ისაუბრა, რომლის თანახმადაც, პროფესიული სახელმწიფო თეატრების ოზურგეთის თეატრში ვასილ ჩიგოგიძე, ხოლო თბილისი თოჯინების თეატრში, ნიკოლოზ საბაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი.