ბრიფინგი კულტურის სამინისტროში

სხვადასხვა პროექტების ხელშეწყობის მიზნით, კულტურის სამინისტრომ რვა ახალი კონკურსი გამოაცხადა. ხელოვანთა სასტიპენდიო და იშვიათობად ქცეულ წიგნადი ფონდის განახლებად მიმართულებებთან ერთად, კონკურსი ქართული თეატრის პრობლემატიკაზე და ქართული კინოს კვლევაზე გამოცხადდა. ჯამური ბიუჯეტი 20 ათასი ლარიდან, 50 ათას ლარს შეადგენს. განაცხადების მიღება, 9 ოქტომბრამდე გაგრძელდება.