დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტებს ამბულატორიული, სტაციონარული და კვლევითი მომსახურება გაუფართოვდებათ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი ცვლილებები მთავრობის სხდომაზე იქნება განხილული. რაც შეეხება მედიკამენტებს, რომელთა დაფინანსების მოთხოვნით დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები და გულშემატკივრები თვეებია, აქციებს მართავენ, მინისტრი ამბობს, რომ არასაკმარისი ეფექტურობის გამო, ევროპის წამლის სააგენტომ ამ მედიკამენტების დიდი ნაწილის ავტორიზაციაზე უარი განაცხადა. ერთ-ერთ მედიკამენტთან დაკავშირებით კი, რომელიც არსებულ პრეპარატებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია, მინისტრი ამბობს, რომ მან პაციენტებში მოძრაობის უნარის გაუმჯობესება ვერ აჩვენა. ამასთან, პრეპარატთან დაკავშირებით დაფიქსირეულია 3 გარდაცვალების შემთხვევა, რის გამოც, მიხეილ სარჯველაძის თქმით, კლინიკური კვლევები შეჩერდა. რა პასუხი აქვს მინისტრს სხვა, მათ შორის საქართველოში დარეგისტრირებულ მედიკამენტებზე და სხვა მოთხოვნებზე, რომლებიც მშობლებს აქვთ – მაკა ლაშხიას ჩართვა #მოამბე