ბრიფინგი ჯანდაცვის სამინისტროში

„კოვიდ-19“-ის აღსაკვეთად დაწესებული რეგულაციების კონტროლის ფარგლებში, ჯანდაცვის  სამინისტროს ინსპექციის სამსახურმა კანონდარღვევის კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინა. ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ფართში, უწყების ცნობით, ფართომასშტაბიანი აკრძალული სოციალური ღონისძიება იმართებოდა. ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით, ორგანიზატორები თაღლითური სქემით მოქმედებდნენ. ფიზიკური და იურიდიული პირები დააჯარიმეს, ფართი კი, სადაც ღონისძიებები იმართებოდა, დალუქულია.​

მოამბე