ბრიფინგი განათლების სამინისტროში

12:11, 03.03.2026

ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც ექვსი წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა. მიქანაძის თქმით, გადაწყვეტილება მშობელთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიიღეს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კვლავ გააგრძელებენ თანამშრომლობას სასკოლო საზოგადოებასთან, ექსპერტებთან, მშობლებთან, რათა ყველა გადაწყვეტილება საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ იყოს მიმართული.

მსგავსი