ბრიფინგი გამოცდების ეროვნულ ცენტრში  

მასწავლებლობის მსურველები დღეს ბოლო გამოცდას უცხოურ ენებში, ასევე ქართულში, როგორც მეორე ენაში აბარებენ.

საგამოცდო პროცესი 22 ივლისს დაიწყო. წელს საგნობრივ გამოცდაზე დარეგისტრირდა 12 000-მდე გამოსაცდელი. პირველადი მონაცემებით, გამოცდაზე გამოცხადდა რეგისტრირებულთა 88 %-მდე. გამოსაცდელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით 2020 წლის გამოცდებზე შესაბამისი რეკომენდაციებია დაცული. საგამოცდო ცენტრები გახსნილია 10 ქალაქში. შედეგების გამოქვეყნება ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე, აგვისტოს მეორე ნახევრიდან დაიწყება. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პრაქტიკოსი მასწავლებლების ტესტირება გადავადდა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მას  შემოდგომაზე ჩაატარებს.