ბრიფინგი „ევროპული საქართველოს“ ოფისში

ზუგდიდში ოპოზიციის შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატის, ბართლომე შელიას მიმართ ზეწოლაზე საუბრობს გიგა ბოკერია. მისი თქმით, კანდიდატის მიმართ პროკურატურამ წინასაარჩევნოდ საქმე ხელახლა აღძრა და სასამართლო პროცესები ჩანიშნა. მათი განცხადებით, საქმე ეხება ერთი წლის წინ მომხდარ ინციდენტს, შელიას პროკურატურა ძალადობის მუხლით ედავებოდა, თუმცა, საქმე მალევე შეჩერდა. ბოკერია მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტონ წინასაარჩევნო ზეწოლა.

დატოვე კომენტარი