ბრიფინგი „ევროპულ საქართველოში“

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მოსახლეობისთვის დახმარებების გაცემაზე საუბრობს. აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ ამომრჩეველს სამადლობელი მთავრობასთან არაფერი აქვს, რადგან ნებისმიერი დახმარება, რომელიც ხელისუფლების მხრიდან რიგდება, ბიუჯეტიდან გაიცემა და რიგითი მოქალაქეების გადასახადებიდან შესული თანხაა.