ბრიფინგი „ევროპულ საქართველოში“

„ევროპული საქართველოს“ წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ვაქცინაციის პროცესი ხელოვნურად ჩააგდო.

გიგა ბოკერიას თქმით, მმართველი გუნდი  პოლიტიკური ამოცანებისთვის შეზღუდვების კვლავ შემოღებას გეგმავს. ბრალდებას დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში უპასუხეს და განმარტეს, რომ „მოდერნასთან“ მოლაპარაკებების შეწყვეტის მთავარი მიზეზი მოწოდების გახანგრძლივებული ვადები იყო. ამირან გამყრელიძის თქმით, კომპანიას „მოდერნას“ ვაქცინის შემოტანა მხოლოდ 2022 წლისთვის შეეძლო. კერძოდ საუბარი იყო „მოდერნას“ ვაქცინის 2022 წლისთვის შემოტანაზე, რაც მიმდინარე წელს არსებული ვაქცინების დეფიციტის გათვალისწინებით, არახელსაყრელი დრო იყო.