ბრიფინგი ცესკო-ში

15:24, 26.09.2025

საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა. ამასთან დაკავშირებით, დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა აღნიშნა, ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირება ხორციელდება სხვადასხვა უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ნათია იოსელიანის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს.

ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. მათ შორისაა ათ გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი.

მსგავსი