ბრიფინგი ცესკო-ში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ საინფორმაციო ბრიფინგი გამართა, სადაც ელექტრონული არჩევნების მიზანმიმართულ დისკრედიტაციულ კამპანიაზე ისაუბრა. მისი თქმით, სახეზეა ელექტრონული არჩევნებისა და ცესკო-ს წარმატებების დისკრედიტაციის მცდელობა. მისივე განმარტებით, დისკრედიტაციულ კამპანიას „ნაციონალური მოძრაობა“ და კერძოდ ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აწარმოებს. გიორგი შარაბიძის განცხადებით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პარტნიორობასა და მხარდაჭერას საერთაშორისო კომპანია „სმარტ-მატიკი“ უწევს, რომელიც გლობალური ლიდერია საარჩევნო ინდუსტრიაში და 30-ზე მეტ ქვეყანაში საარჩევნო მოდერნიზების გამოცდილება აქვს.