ბრიფინგი ცესკო-ში

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა. ნათია იოსელიანის თქმით, შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც რუსთავსა და გარდაბნის ნაწილს მოიცავდა, საქართველოს პარლამენტის წევრად, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულია №41 ირაკლი შატაკიშვილი. მისი განცხადებით, შემაჯამებელი ოქმის თანახმად, შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 139 989 ამომრჩეველი, არჩევნებში მონაწილეობა 40 614-მა ამომრჩეველმა მიიღო.