ბრიფინგი ცესკო-ში

ცოტა ხნის წინ ცესკო-ში კიდევ ერთი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკო-ს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებს საჩივრების განსახილველად ოთხდღიანი ვადა ეძლევათ. რუსთავსა და გარდაბანში არცერთი საჩივარი არ დაწერილა, ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმში საპილოტე რეჟიმში ხმის მიცემა ელექტრონულად ხორციელდებოდა, იყო მცირე ხარვეზები, რომელსაც კენჭისყრაზე გავლენა არ მოუხდენია.