ბრიფინგი ცესკო-ში

30 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მეორე ტური ჩატარდება ხუთ თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში, მოქალაქეებმა 20 მერი და საკრებულოს 42 მაჟორიტარი წევრი უნდა აირჩიონ. ცესკო-ს პრეს-სპიკერის თქმით, მეორე ტურისთვის მზადება უკვე დაწყებულია და ამომრჩევლებს 30 ოქტომბერს 1 830 საარჩევნო უბანი მოემსახურება, მათ შორის შექმნილია სპეცუბნები სპეციალურ სამკურნალო დაწესებულებებში და იზოლაციაში მყოფი პირებისთვის.