ბრიფინგი ცესკო-ში

საოლქო საარჩევნო კომისიებმა 2 ოქტომბრის არჩევნები, კანონიერ ძალაში შესული საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმებისა და ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით შეაჯამეს, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.

ცესკო-ში აცხადებენ, რომ თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოს არჩევნების მეორე ტური 20 თვითმმართველ ქალაქსა და თემში და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება.

მეორე ტურის დანიშვნის შესახებ შესაბამის გადაწყვეტილებას კი ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს დაგეგმილ სხდომაზე მიიღებს. კანონმდებლობის შესაბამისად, მეორე ტური 30 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.