ბრიფინგი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში

12:12, 06.09.2025

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო შინაარსის ბრიფინგი გაიმართა. ცესკო-ს პრესსპიკერმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შეახსენა ის პროცედურები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობისთვის არის აუცილებელი. ნათია იოსელიანის განმარტებით, 4 სექტემბრიდან გახსნილია და მუშაობს 3 051 საარჩევნო უბანი, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა კი ამომრჩეველთა ბარათებისა და საინფორმაციო ფლაერების დარიგება უკვე დაიწყეს. ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია მოქალაქეებს ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმებისკენ მოუწოდებს.

მსგავსი