ბრიფინგი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში
ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს, ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმებისკენ მოუწოდებს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, იმისათვის, რომ ამომრჩევლებმა შეუფერხებლად და სრულფასოვნად შეძლონ საარჩევნო უფლების რეალიზება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს წინასწარი ინფორმირებულობა. საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს, დროულად გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და გაიგონ სად მდებარეობს მათი საარჩევნო უბანი. მისივე ინფორმაციით, ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნა, 16 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.