ბრიფინგი „ახალ საქართველოში“

„ახალი საქართველოს“ სოციალურმა სამსახურმა წელს უკვე მეორედ, მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების მუშაობასთან დაკავშირებით, კვლევა ჩაატარა. მათი განცხადებით, ყოველწლიურად პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების მუშაობაზე 5 მილიონი ლარი იხარჯება. ბიუროებში კი რეალურად მაჟორიტარი დეპუტატების ახლობლები და პარტიული აქტივისტები მუშაობენ. მათი განცხადებით, პარლამენტის აპარატში განუმარტეს, რომ ეს დეპუტატები საერთოდ არ ამოწმებენ  წერილებს და, შესაბამისად, მათ ვერ მიიღეს ის ინფორმაცია, რომელიც კანონმდებლობით ეკუთვნით.

„ახალი საქართველოს“ დასკვნით, ეს არის ზედმეტი, დამატებითი რგოლი და გარდა იმისა, რომ ბიუროები არაეფექტიანად და გაუმჭვირვალედ მუშაობენ, მათი ანგარიშვალდებულება ხალხთან არსად არ ჩანს, ისინი საჯარო ინფორმაციასაც არ გასცემენ, რაც კანონმდებლობით ევალებათ.