ბრექსითი შეთანხმების გარეშე

სავალუტო პრობლემებია დიდ ბრიტანეთში. ბრექსითის საკითხზე უთანხმოებამ გირვანქა სტერლინგზეც მოახდინა გავლენა. ინვესტორები შიშობენ, რომ გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერი ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოყვანას შეთანხმების გარეშე გეგმავს. სავარაუდოდ, ამ გეგმას განიხილავს ბორის ჯონსონიც, რომელსაც ოქტომბრის ბოლოსთვის ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გამოყვანა უკვე დაანონსებული აქვს. და ეს მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრი წინამორბედის, ტერეზა მეის მიერ ბრიუსელთან მიღწეულ შეთანხმებას მხარს არ უჭერს, თავის მხრივ, ევროკავშირი შეთანხმების გადახედვას გამორიცხავს. სიტუაცია ჩიხშია შესული.