ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ
დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 300 აბზე მეტი „ემდიემაის“ საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. ბრალდებული პირადი ჩხრეკის შემდეგ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, ადვოკატის ინფორმაციით, ის ბრალს აღიარებს. მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი, ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს და დიდი ოდენობით „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეეფარდათ. ორივე შემთხვევაში წარდგენილი ბრალდებები სანქციად 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.