ბრძოლა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობისთვის

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობისთვის ლევან ხაბეიშვილიც იბრძოლებს.

ერთი კვირის წინ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვადამდელ შიდა პარტიულ არჩევნებში მონაწილეობას უარყოფდა, ამიტომ მისი თანაგუნდელების ნაწილსაც აინტერესებს, რა შეიცვალა ამ მოკლე დროში. პარტიის ოფისში გამართული ბრიფინგის დროს ხაბეიშვილის გვერდით იდგნენ ლევან ბეჟაშვილი, დავით კირკიტაძე, გიორგი ბოტკოველი და დიმიტრი შაშკინი. საარჩევნო მარათონში ჩართვის მთავარ მიზნად ახალი კანდიდატი მიხეილ სააკაშვილის დროულად გათავისუფლებას და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძველი სიცოცხლის დაბრუნებას ასახელებს, გიორგი ჩალაძეს კი, რომელიც ასევე კანდიდატია, პრაქტიკულად კანდიდატურის მის სასარგებლოდ მოხსნას და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე მომუშავე შტაბის ხელმძღვანელობას სთავაზობს. შეთავაზება მიღებულია – ჩალძემ კანდიდატურა მოხსნა. დგას თუ არა ხაბეიშვილის და მისი მხარდამჭერი გუნდის უკან დავით კეზერაშვილი, რომლის არაფორმალურ გავლენზე ნიკა მელია საჯაროდ საუბრობს – ამ კითხვაზე პასუხის გაცემას და პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესებზე სიმართლის თქმას მოქმედი თავმჯდომარე უახლოეს პერიოდში გეგმავს.