ბრძოლა ფაროსანასთან

საქართველოს მასშტაბით აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მონიტორინგის სისტემის მონტაჟი მიმდინარეობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნოდარ კერესელიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ფაროსანა აღმოსავლეთ საქართველოშიც გამოჩნდება, სამინისტრო მზადაა, მავნებელთან ბრძოლის შესაბამისი კამპანია განახორციელოს. უწყებაში არ აქვთ მოლოდინი რომ მავნებელი აღმოსავლეთ საქართველოში ისევე გავრცელდება, როგორც დასავლეთ საქართველოში. მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ დასავლეთ საქართველოში სრული მზადყოფნაა, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და შესაბამისი პესტიციდები. ასევე აბაშაში გახსნილია საკოორდინაციო შტაბი. საჭიროების შემთხვევაში სამუშაოებში ჩაერთვება ავიაციაც.