ბრძოლა ფაროსანას წინააღმდეგ

12:34, 07.07.2026

ფაროსანას საწინააღმდეგოდ იაპონური ქინქლას გამოყენება იწყება. სპეციალისტები ბუნებრივ გარემოში მას 370 სპეციალურად შერჩეულ ადგილზე გამოცდიან. დაახლოებით 30 ათასზე მეტი იაპონური ქინქლა უკვე გამოიყენეს ფაროსანას წინააღმდეგ. სპეციალისტები მწერის გავრცელებასა და მის გავლენას ფაროსანას პოპულაციაზე მუდმივ რეჟიმში დააკვირდებიან. იაპონური ქინქლა დღეს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბიოლოგიური კონტროლის ერთ-ერთ პერსპექტიულ საშუალებად მიიჩნევა. მისი ეფექტიანობის შეფასება უკვე მიმდინარეობს შვეიცარიაში, იტალიაში, აშშ-სა და თურქეთში.

მსგავსი