ბრძოლა ფაროსანას წინააღმდეგ

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებს განიხილავენ სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული და ქართველი მეცნიერები ორდღიან კონფერენციაზე, რომელიც თბილისში მიმდინარეობს.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მიმართა. კონფერენციის ფარგლებში ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთის და მეზობელი ქვეყნების სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები მავნებელთან ბრძოლის ქიმიურ და ბიოლოგიურ მეთოდებზე მსჯელობენ. კონფერენციას ესწრება პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი, გრეგ კრავჩუკი, რომელიც მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვასა და სტრატეგიის შემუშავებაში 2016 წლიდან არის ჩართული.