ბრძოლა ჩემპიონობისთვის „წიგნების თაროში“

პირველი არხის პროექტში „წიგნების თარო“ ჩემპიონობისთვის ბრძოლა იწყება.

ფინალში თბილისის კომაროვის სახელობის 199-ე საჯარო სკოლა ილია ვეკუას სახელობის 42-ე საჯარო სკოლას დაუპირისპირდება.

ვინ გახდება მეოთხე სეზონის გამარჯვებული, ვინ მოიპოვებს თავისი სკოლისთვის წიგნების თაროს თასს და ვინ გაემგზავრება კემბრიჯში, ამას მაყურებელი დღეს 12:45 წუთზე გაიგებს.

„წიგნების თაროს“ მეოთხე სეზონი ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ორიგინალური ქართული შოუ, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, ყოველ შაბათ -კვირას პირველი არხის ეთერში გადიოდა.