ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან

2015 წლამდე მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდით. თუმცა, მალე დაუპატიჟებელმა სტუმარმა აზიიდან ჯერ სამეგრელო აალაპარაკა, შემდეგ კი მთელი ქვეყანა.

თავდაპირველად გავიგეთ, რომ ძალიან უყვარს თხილი და სიმინდი, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ არც ატამზე, ვაშლზე და ყურძენზე ამბობს უარს.

აზიურ ფაროსანას, რომელმაც ასეულობით ოჯახი მოსავლის გარეშე დატოვა, ახლა სძინავს. მის გაღვიძებამდე კი, სახელმწიფომ უნდა მოიფიქროს, როგორ დაიცვას მოსახლეობა მავნებლისგან.