ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან - 2019 წლის გეგმა

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება მიმდინარე თვიდან დაიწყება.  2019 წლის გეგმა სამთავრობო კომისიის სხდომაზე დაამტკიცეს, რომელიც  პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ღონისძიებები მოიცავს კიდევ უფრო ეფექტურ ნაბიჯებს, მათ შორის მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიმართულებით. გარდა იმისა, რომ ტექნიკით აღჭურვის არეალი გაფართოვდება, ფერმერები ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებენ თუ როგორ უნდა იმოქმედონ.