ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან

თითქმის ათი წელია აზიური ფაროსანა საქართველოში ერთნაირად აზარალებს გლეხს, ფერმერს და სახელმწიფოს,- განსაკუთრებით კი, დასავლეთ რეგიონებს. ის 150-ზე მეტ მცენარესა და კულტურას ვნებს, თუმცა განსაკუთრებით თხილის, სიმინდის, ციტრუსის, სხვადასხვა ბოსტნეულისა და ხეხილის მოსავალს ანადგურებს. მავნებელი, რომლის ბუნებრივი გავრცელების არეალიც აღმოსავლეთ აზიაა, საქართველოში 2015-16 წლებში გამოჩნდა, ხელსაყრელი კლიმატი, ტენიანი ზაფხული და საკვები კულტურების მრავალფეროვნება მისი გავრცელებისთვის კომფორტულ გარემოდ, სახელმწიფოსთვის კი, დიდ გამოწვევად იქცა. შემცირდა მოსავალი, გაიზარდა ფაროსანასთან ბრძოლის ხარჯები და ხშირად, პროდუქცია ექსპორტისთვის საჭირო სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებს და ადგილზეც გამოუსადეგარია.

სახელმწიფო აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ინტენსიურ სამუშაოებს ატარებს, თუმცა პროცესში მოსახლეობის ჩართულობა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინება, გადამწყვეტია.

თეა აბსარიძისა და გოგოა გახარიას რეპორტაჟი გურიიდან. #მოამბერეგიონები