ბრაზილიაში ტორნადოს მსხვერპლი მოჰყვა

ბრაზილიის სამხრეთ ნაწილში, პარანას შტატს ტორნადომ გადაუარა, რასაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 750, საკუთარი საცხოვრებლის დატოვება კი 1 000-მდე ოჯახს მოუწია. გავრცელებული ინფორმაციით, ტორნადომ, რომლის სიჩქარეც 180-დან 250 კმ/სთ-მდე მერყეობდა, ყველაზე მეტად რიო ბონიტო დუ იგუასუს პროვინცია დააზარალა. დაზიანებულია საავტომობილო გზები და ელექტროგადამცემი ხაზები. ბრაზილიის პრეზიდენტმა დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და დაზარალებული შტატის მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა.