ბრალის წარდგენა მკვლელობის საქმეზე 

ზუგდიდში მომხდარი, განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ბრალს დღეს წაუყენებენ.

დაცვის მხარეს საქმის მასალები უკვე გადაეცა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მამაკაცი გუშინ ცხელ კვალზე დააკავა. საგამოძიებო უწყება მას ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრები დღეს გავრცელდა. ის გარე სათვალთვალო კამერებით არის გადაღებული. მასალაში ჩანს, როგორ ეჯახება 65 წლის მამაკაცი საკუთარი მანქანით ბიზნესპარტნიორის ავტომობილს. შემდეგ კი გადმოდის და მამა-შვილის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრის. შედეგად ადგილზევე იღუპება მამა, მოკლულის შვილი კი მკვლელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს, რა დროსაც ისიც იჭრება. თავდამსხმელი საკუთარ ავტომობილში ჯდება და ადგილიდან მიდის.

დაშავებულს ოპერაცია გუშინვე ჩაუტარდა და მძიმე მდგომარეობით, ის ამ დრომდე რეანიმაციაშია.

დატოვე კომენტარი