ბრალის წარდგენა

18:13, 24.07.2026

პროკურატურა ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად საპატიმრო გირაოს მოითხოვს 5000 ლარის ოდენობით. მას ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 22 ივლისს, ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის გამო, ბრალდებული ფიზიკურად გაუსწორდა ონისე ოქრიაშვილს. მოგვიანებით ის პოლიციაში თავად გამოცხადდა და მოხდა მისი დაკავება. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით.

მსგავსი