ბრალის წარდგენა

12:13, 03.07.2026

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ ბრალდებულს, გიორგი მალანიას ზაჰესის იზოლატორში ამ წუთებში ბრალს ოფიციალურად აცნობენ, მას პროკურატურა დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. მალანიას ბრალის წარდგენას მის უფლებადამცველთან ერთად, მალანიას მამაც ესწრება, როგორც არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი. ბრალის წარდგენის შემდეგ კი – სასამართლო გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ იმსჯელებს. შეგახსენებთ, რომ გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ბრალდებით მიმდინარეობს. აღნიშნული ქმედება 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გიორგი მალანიას ედავება იმ ფაქტს, რომ ის გიგა ავალიანზე თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდა, ასევე, მან გიგა ავალიანზე თავდასხმიდან მალევე შეიტყო ჩადენილი ქმედების დეტალები, თუმცა მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.

მსგავსი